ბოლო ამბები
12/12/2024

ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ჩაგდებულ რეზოლუციას ეხებოდა.

„უკვე 2 წელია ეს ადამიანები ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არავის არ გვიკვირს, რომ ეს ანტილობიზმი გრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ ამ ყველაფრის ერთი მორიგი გამოხატულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა