ბოლო ამბები
14/12/2024

26 მარტს, საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, მეტრო და ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმუშავებს – იხილეთ ჩამონათვალი

გაზიარება

26 მარტს, საფეხბოთო მატჩთან დაკავშირებით მეტრო და ცალკეული ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმუშავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ავტობუსები – N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.

სხვა ამბების წაკითხვა