ბოლო ამბები
10/12/2024

ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს – არჩილ თალაკვაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

გაზიარება

როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა ისე, რომ ოპოზიციის მთავარი დაპირება, ალბათ, იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ჩანს, როგორი უთავმოყვარეოა ოპოზიცია, ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ქმედებები მიუთითებს, როგორი არათანმიმდევრული და უთავმოყვარეო ლიდერები ჰყავს ოპოზიციას.

„შეწყალების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ის აკრიტიკებს უკვე ხელისუფლებას, რეალურად იგივე დღის წესრიგის მხარდამჭერია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ატარებს. შესაბამისად, შეწყალების გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება შიდა კვლევებზე, რასაც ისინი ატარებენ და რის შესახებაც არ იცის საზოგადოებამ. როგორც კი საბოლოო დასკვნას გამოიტანენ, რა სჯობს მათთვის, შეწყალება თუ ამისგან თავის შეკავება, შემდეგ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას.

„მიდის კამპანია, რომ როგორმე საზოგადოების ყური შეაჩვიონ ამ სცენარს და ამაზე საუბრობენ როგორც შიგნით, ასევე გარე სპიკერები. როგორც ჩანს, ახლა ამისთვის შეაწუხეს ათიათასობით ადამიანი ხელმოწერებისთვის. როგორც ამბობენ, ალბათ ეს ხელმოწერებიც. მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და რეიტინგი მკვეთრად არის შემცირებული. ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს და ვერავინ აიძულებს ვერც სასამართლოს და სახელმწიფოს, შეცვალოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა