საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად, მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. პატარა გადაწყვეტილება მინდა, გაგაცნოთ, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველა ღირსეული ხალხი არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად პატარა გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენი ბიჭები იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე. დიდი სიყვარული მინდა, გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს