ბოლო ამბები
11/11/2024

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო კვლავ გადაიდო

გაზიარება

თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, ეს დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს, რაც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოცხადებას ითხოვს.

სხვა ამბების წაკითხვა