გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ნიკა გვარამიას საქმის გაგზავნა დროის გაყვანის მიზნით ხდება, რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რეალურად, ალბათ შეუძლებელია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში პოლიტიკურ ასპექტებს მიაქციონ ყურადღება და აღმოაჩინონ. მიმაჩნია, რომ ეს ხდება დროის გაყვანის მიზნით. როგორც ჩანს, ეს იქნება არჩევნებამდე ჩამოკიდებული საკითხი – რომ აი, გაეროში აქვთ გაგზავნილი საქმე.
არჩევნები ჩაივლის და რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. შესაძლოა, ელიან და გულის სიღრმეში იმედიც ჰქონდეთ, რომ რაღაც შედეგს მიაღწევენ, რომ თითქოს, რაღაც პოლიტიკური მდგენელი ჰქონდა ამ საქმეს, მაგრამ რეალურად ეს ძალიან ნაკლებად წარმოსადგენია.
იქ არის ინდივიდუალური საჩივრებიც, მაგრამ ხაზგასმულია, რომ იხილავენ, მაგალითად, რამდენად თანაბარ სიტუაციაში იყო დაცვის მხარე და ბრალდების მხარე, რამდენად იყო დაცული კანონმდებლობა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს“,- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს