რას ერჩით მურუსიძეს? – აასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს ე.წ სასამართლო კლანისა და ვეტინგის საკითხე დასმული კითხვის საპასუხოდ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლევან მურუსიძეც და სხვა მოსამართლეებიც, წინა ხელისუფლების დროს იყვნენ სისტემის მსხვერპლები და მათ გადაწყვეტილების მიღებას არავინ ეკითხებოდა, განსხვავებით დღევანდელი მოცემულობისგან, როდესაც ისინი პატიოსნად აღასრულებენ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას.
“რას ერჩით მურუსუძეს? ეს არის ჩვეულებრივი კამპანია. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, იყო მახინჯი სისტემა. მახინჯი, მჩაგვრელი სისტემა ჩაგრავდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, პოლიციას და ასე შემდეგ.
მთელი ეს ინსტიტუტები, პრაქტიკულად, გაუქმებული იყო. ბატონი მურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე ახსენეთ, მაშინ ვინ შეეკითხებოდა ამ ადამიანებს? იყო საშინელი ზეწოლა ამ ადამიანებზე, ესენი იყვნენ სისტემის მსხვერპლნი. უფრო მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ ამ ადამიანებმა სრული დამოუკიდებლობა აჩვენეს. მთელმა მოსამართლეთა დიდმა კორპუსმა, 300-მა მოსამართლემ აირჩია ეს ადამიანები.
მათ თავად გადაწყვიტეს, ჩვენ არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია ამ პროცესში. თქვენი ფავორიტი „ენჯეოები“, რომლებიც ემსახურებიან არა ქართულ, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს, მაშინდელი „ენჯეოები“ პირდაპირ, დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ჩარეულიყო. მახსოვს, აირჩიეს ბატონი მურუსიძე, თუ არ ვცდები ქალბატონმა გიგაურმა შეხვედრაც კი გამართა მასთან და ზარზეიმით აღინიშნა ეს პროცესი. რატომ? მათი მოლოდინი იყო, რომ სასამართლო თავისუფალი არ გახდებოდა. საბედნიეროდ, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიჭირა სწორი, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული პოზიცია. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და გვერდში დგომა აღვუთქვა თითოეულ მოსამართლეს, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არა როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ამ სწორი, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული პოზიციისთვის. 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც „ენჯეო“, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს