მამუკა მდინარაძეს არ სურს უპასუხოს ვეტინგის მომხრე მოსამართლეების საზღვარგარეთ შესაძლო გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და ამის მიზეზად მათთან კოლეგიალურ და ადამიანურ ურთიერთობებს ასახელებს.
ამის შესახებ მან 1-ლ აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე ამ კითხვას შეგნებულად ავარიდებ თავს და გულწრფელად გეტყვით მიზეზს – აბსოლუტურად ყველა მათგანს ვიცნობ ძალიან კარგად, ერთ-ერთი ჩემი კურსელიც არის და მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, ამიტომ, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, ვერ მოგატყუებდით, რატომ არ ვაკეთებდი ამაზე კომენტარს, გარკვეული უხერხულობა მაქვს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა მათგანს ვიცნობ ძალიან ახლოს, პროფესიული შეხება და კვეთა გვქონია ცხოვრების განმავლობაში და ძალიან ბევრჯერ.
მე თავს შევიკავებ ამ კონკრეტული ფაქტის შეფასებისგან, კონკრეტული პერსონებიდან გამომდინარე”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე, ერთ-ერთმა საელჩომ საზღვარგარეთ წაიყვანა, რაც აღქმული იქნა, როგორც ერთგვარი წახალისება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს