“ქალბატონო ხატია, თქვენ, ამ ქვეყანას პასპორტი ერთხელ უკვე ესროლეთ სახეში, მიატოვეთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა თანამდებობის გამო უკრაინაში, ხომ გახსოვთ? – აი, ეს არის თქვენი გაგება პატრიოტიზმის.
თანამდებობის გამო მოქალაქეობა დატოვეთ და შემდეგ ითხოვდით, რომ დაგბრუნდებოდათ ეს ყველაფერი, ამიტომ, პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებ, როდესაც სამშობლოს ანაცვალეთ თანამდებობა, პატრიოტიზმზე თავს ნუ დადებთ”- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს დღეს, 3 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს