შარშან ჩვენ, ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში იქნებოდა გამჭვირვალე და მოგვატყუეს, – ამის განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 3 აპრილს, გადაცემაში “იმედი LIVE”
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მქონდა კომუნიკაცია ხანდახან პირდაპირ დონორთან, ხანდახან სხვადასხვა სახელმწიფოსა და დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ არის აბსოლუტურად ყრუ კედელი. არ აპირებენ ეს ორგანიზაციები, რომ ქართულ საზოგადოებას გაუმხილონ, რაში ხარჯავენ საქართველოში ფულს.
ეს არის ფაქტი და ეს არის დღეს რა რეაქციასაც ვხედავთ ზოგიერთი ორგანიზაციისგან, რომლებიც ზუსტად ამ ფონდებისგან ფინანსდებიან. დღეს ვისაც ვხედავდით ჩვენ, ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, არიან ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ფონდებიდან ფინანსდებიან, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს