კონსერვატიულმა მოძრაობა “ალტ-ინფო”-მ საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ავრცელებს.
“კონსერვატიულმა მოძრაოაბა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამბერძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება.”– წერს კონსტანტინე მორგოშია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს