ბოლო ამბები
19/09/2024

რატომ შეიძლება საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ამ კანონის მიღება და რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კახა კახიშვილი

გაზიარება

ვინმემ ამიხსნას, რატომ შეიძლება საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ამ კანონის მიღება და რატომ არ შეიძლება ჩვენთვის, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„27 მარტს, საფრანგეთმა მიიღო ასეთი კანონი, მოსწონთ?! კი ბატონო – ჩვენ შეგვიძლია მთელი ტექსტი წამოვიღოთ საფრანგეთის მიღებული კანონი, გადავთარგმნოთ და მივიღოთ, მაგრამ ის გაცილებით ხისტია. კანადაში, ისრაელსა და ავსტრიაში უკვე ამ კანონზეა საუბარი. ზოგმა მიიღო, ზოგისთვის ჯერ ამოცანად რჩება და შემუშავების პროცესშია“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა