ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და უკაცრავად, აბა, მე ეს კანონი რისთვის მინდა?! სადმე იქ არის დაწერილი რომელიმე ქვეყანა ან ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგაა? ეს თავისთავად მოიცავს ხომ ამას, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან ისაუბრა, თუ რა საფრთხეებს ხედავს იგი ქვეყანაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის არ არსებობის შემთხვევაში.
„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე იქითა ბანაკის წარმომადგენლებს ვესაუბრები, აცხადებენ, რომ ამერიკაში კი არის ეს კანონი, მაგრამ ეს არის რუსული გავლენების წინააღმდეგ.
ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და უკაცრავად, აბა, მე ეს კანონი რისთვის მინდა?! სადმე იქ არის დაწერილი რომელიმე ქვეყანა ან ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგაა? ეს თავისთავად მოიცავს ხომ ამას?!
შესაძლოა, რუსული ფული სახეცვლილი შემოვიდეს საქართველოში. მოგეხსენებათ, რუსეთის ხელისუფლება ცნობილი და განთქმულია ამ ჰიბრიდული ომების წარმოებით და ე.წ. რბილი ძალა – მათ რამდენი ორგანიზაცია, ლობისტი ჰყავთ. მე ამ საფრთხეს ვხედავ, რომ ხვალ შესაძლოა, გაუკონტროლებელი თანხა შემოვიდეს, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა და ის დინამიკური განვითარება, რა გზასაც ახლა ჩვენი ქვეყანა ადგას, რელსებიდან გადაიყვანონ. გნებავთ, ევროკავშირის წევრობის საკითხმაც რამდენიმე წლით გადაიწიოს“, – განაცხადა გამსახურდიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს