ბოლო ამბები
11/12/2024

თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება

გაზიარება

თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი.

ახალი საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა.

აეროპორტი ასევე იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას.”- განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა