კონსერვატორების პარტიის გაუქმებით, უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ სისტემის ზედამხედველის (ბიძინა ივანიშვილის) მესამე დაბრუნება ისევ ჩვენი დაუძინებელი მეგობრების შექმნილი “შაითან-მაშინის” გადასარჩენად მოხდა, რათა ქართულ პოლიტიკაში ამ ინფერნალური მიმართულების პარტიების და ერთი ცენტრიდან მართული აგენტურის ჩაბეტონება დიდი ხნით მოხდეს და ახალი უმართავი, ან მართვიდან გამოსული ძალა არ დაიშვას.”- ასე ეხმიანება მხატვარი შოთა გლურჯიძე საჯარო რეესტრის მიერ, კონსერვატიული მოძრაობა “ალტ-ინფო”-სთვის, პოლიტიკური პარტიის სტატუსის გაუქმებას.
“საერთაშორისო კონტროლი და დასტური აუცილებელია პოლიტიკურ სისტემაში შესასვლელად. ის პარტიები რომლებიც არიან წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკურ წუმპეში, ზუსტად საგარეო ინფერნალური ძალების აგენტურა არიან, თავისი ზედამხედველების მკაცრი კონტროლით.
არანაირი იურიდიული კაზუსი არ არის აქ მიზეზი, ამ ახალგაზრდებს ან არ ჰქონდათ პოლიტიკაში შემოსვლა შეთანხმებლი ზედამხედველთან, ან დაარღვიეს შეთანხმების რომელიმე პუნქტი და შესაბამისად ზედამხედველმა დიდი წუმპის თამაშიდან კოხტად გამოთიშა. ამ მართვის სისტემის სიმყარეს და მის სიმყრალეს უზრუნველჰყოფს ზედამხედველი და თუ დროზე არ დაზეთავს, ან არ მოუვლის სათანადოდ, მასაც გააუქმებენ ისევე როგორც სისტემაში არსებულ წინა ვავა-მედელ ჭანჭიკს და ახალი ჭანჭიკით ჩაანაცვლებენ. ისე რომ, ეს ზედამხედველი ბეჯითად, ინსტრუქციით უვლის “შაითან-მაშინის” მექანიზმს და შეიძლება სულაც არ არის ზედმეტად ბოროტი. ამ სისტემის შემქმნელები კი ნამდვილად ინფერნალური ძალები არიან, სახელი კი მათი ლეგიონია. მე პირადად გამიხარდა რომ ეს ახალგაზრდები გადმოაფურთხა ლევიათანმა და მისი მყრალი ორგანიზმის ნაწილი არ გახდნენ. ამ სისტემას შიგნიდან ვერ დაამარცხებ და თუ მასში შეხვალ შენც მისი ნაწილი უნდა გახდე ბოლომდე.”– წერს შოთა გლურჯიძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს