პაატა მანჯგალაძის თქმით, ევროპა არის აღთქმული მიწა. ამის შესახებ მან 10 აპრილს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი კანონპროექტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
“სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს, არამედ, პერსონალურად, “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს, ვინც ამ ანტი-ქართულ ქმედებაში მონაწილეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
რაში მდგომარეობს საქართველოს ინტერესების ღალატი? – როდესაც საქართველო მივიდა ნანატრ, ასე ვთქვათ აღთქმული მიწა დავარქვათ ევროპას, ვიცით, რომ თაობები, საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ ამისთვის, აი, ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ევროკავშირის წევრია საქართველო და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩადგა ბიძინა ივანიშვილი“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს