ბოლო ამბები
10/12/2024

დიახ, საქართველო მიიღებს ევროპულ კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება

რა მდგომარეობაში ამყოფებენ თავიანთ მომხრეებს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ერთ-ერთ ჯგუფში დაიდო ბანერი და ახლა ყველამ წაშალა, მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. ყველა სიტყვასა და ყველა პუნქტს ვეთანხმები, რომელიც აქ წერია. წერია: „არა რუსულ კანონს“ და შემდეგ ჩამოთვლილია, რას ითვალისწინებს ეს კანონი. რუსული კანონი, რომელიც მართლა მუშაობს რუსეთში, ითვალისწინებს იმ ყველაფერს, რაც აქ წერია. დამისახელეთ ერთი პუნქტი, რომელიც მეორდება ჩვენს ინიციატივაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ბანერის ბოლოში წერია: „საქართველომ უნდა მიიღოს ევროპული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. დიახ, საქართველო მიიღებს ევროპულ კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“. ამ ბანერზე რაც წერია, სათაურიდან დაწყებული, ბოლო პუნქტით დამთავრებული, მე პირადად, ამ კანონპროექტის ავტორი და მთავარი წარმდგენი, ვუერთდები თითოეულ სიტყვას, რაც აქ წერია. წარმოიდგინეთ, რა დღეში ამყოფებენ თავიანთ მომხრეებს და ვინც ამ კამპანიაშია ჩართული ან არის თანამონაწილე შავი ფულისთვის, დეზინფორმაციისთვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ლგბტ პროპაგანდისთვის ბრძოლის, ან არის მსხვერპლი.

ამ კამპანიაში თანამონაწილეობას სხვა ახსნა არ აქვს. თუკი ვინმე ერთ პუნქტს მაინც იპოვის ჩვენს კანონპროექტში, რომელიც ანალოგია რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონი უკან, ან ეს პუნქტი ამოვიღოთ. ამით იმის ლუსტრაცია მინდა, წაუკითხავ პროექტს როგორ აპროტესტებინებენ ხალხს?! რა ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ ადამიანებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ მაინც თავისას მიერეკებიან პიარულად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა