ბოლო ამბები
13/09/2024

სააკაშვილი კანონპროექტის მოწინააღმდეგეების გამართული აქციის მონაწილეებს მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა

გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი 9 აპრილს გამართული მარშის მონაწილეებს მიესალმა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი.

ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი.

ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი “დამოუკიდებლობა”. დამატებით, ისევ გამოაგორეს“რუსული კანონი”.
ამ ყველაფრის შემაკავებელი ხა-ლხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის. თუ საზოგადოება აპათიური და დაყოფილია, მოძალადე ყოველთვის თავხედდება.

ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ შემოვიდა თბილისში 2008-ში რუსეთის არმია, ხალხის უზარმაზარი მასის შეკრება და ქართველი ხალხის თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება იყო.
ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა, თუმცა ორივე მიზანი მჭიდროდ არის გადახლართული.

P.S. ასევე მადლობა ყველას, ვინც გუშინ მარშზე ჩემი თავისუფლების მოთხოვნის პლაკატებითა და დროშებით მივიდა.”  – წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა