ბოლო ამბები
10/12/2024

ახლა იქნება მცდელობა, რომ მიწოდონ ხან ნაცი, ხან კაგებე, რასაც მიჩვეული ვარ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება

ახლა იქნება მცდელობა, რომ მიწოდონ ხან ნაცი, ხან კაგებე, რასაც მიჩვეული ვარ, ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ასე რომ, ამაზე მზად ვარ – განაცხადა პრეზიდენტმა ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც თქვა, რომ მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი.

“ახლა იქნება მცდელობა თქვან, რომ მთავარსარდალი, პოლიცია და ეს დაპირისპირება. მე მინდა პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. ამ საქმეში არ არის ის მტკიცებულებები (ეს არის ჩემი აზრი), რომ ეს მოხდა (იგულისხმება ლაზარე გრიგორიადისის მიმართ ბრალდება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობასთან დაკავშირებით 2023 წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე)

მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ  წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში, ჩვენი დამცველი არის და იქნება ჩვენი პოლიცია და მინდა წინასწარ გამოვუცხადო მათ ჩემი უღრმესი პატივისცემა და გამოვთქვა ჩემი რწმენა, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც სახელმწიფოსა და ქვეყანას სჭირდება”– განაცხადა პრეზიდენტმა 12 აპრილს.

სხვა ამბების წაკითხვა