ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი – კახა კალაძე

აპრ18,2024
გაზიარება

ყველა ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ,  – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისივე განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს.

„ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკური სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ვიღაცას შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის კანონპროექტის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები მოისმინოს და მასზე იმსჯელოს.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ევროკავშირის ელჩებს, ღია პლატფორმაზე გამართონ დისკუსია, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. ამისთვის ყველა მზად ვართ, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ მოვუსინოთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი. ევროპული ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ მათ მაგივრად შეიძლება სხვები იყვნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა