ბოლო ამბები
13/09/2024

აქციაზე დაკავებულია 2 პირი, ერთ-ერთისგან ამოღებულია ცივი იარაღი – შსს-ს განცხადება

გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 აპრილს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს დაკავებულია 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ცივი იარაღი ჰქონდა.

“აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა