მიხეილ სააკაშვილი ალეკო ელისაშვილს სრულ სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
“ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც ქოცების იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!
ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები.
დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!”- წერს სააკაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს