პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში ეხმიანება ბოლო დღეებში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და არასამთავრობოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქციებს.
“დღეს, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, ეს აღარც საზოგადოების პოლარიზაციაა და არც სოციალური ქსოვილის ატომიზაცია, ვითარების სწორი შეფასება/დახასიათება ასეთია:
ლიბერალიზმისა და ევროპულობის იდეით შენიღბული რადიკალური უმცირესობა, ნაცისტური და ტროცკისტული მეთოდებით ნადირობს უმრავლესობის განსხვავებულ აზრზე და ყველა ზომას მიმართავს, რომ ალტერნატიული აზრი ჩაკლან.
კლასიკური კუდიანებზე ნადირობის სცენარია, ოღონდ შებრუნებული როლებით – თანამედროვე საქართველოში ექსტრემისტი, ემოციებით დეფორმირებული უმცირესობა ნადირობს საღად, დინჯად მოაზროვნე უმრავლესობაზე.
მტკიცედ იდექით, აიტანეთ ყველანაირი წნეხი, ფსიქოლოგიური ტერორი და ბულინგი, სიმართლე ჩვენს მხარესაა! ერთადერთი გამოსავალია სიმშვიდე, სიფხიზლე, რაციონალურობა და ცოდნაზე, ფაქტებზე დაფუძნებულობა.”- წერს ლუკა ეხვაია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს