“ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის”- განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა დავით კაჭარავამ გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე, რომლებმაც მას გზა ჩაუკეტეს, გადაადგილება შეუზღუდეს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დავით კაჭარავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსულიყო ავტომანქანიდან და მონაწილეებისთვის პასუხი გაეცა კანონპროექტზე, რასაც ისინი “რუსულ კანონს” უწოდებენ, ამის შემდეგ მან ტერიტორია დატოვა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს