ახლა თუ გახარია გადადგება, ჩათვალონ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწიეს ნაც.მოძრაობა – ნანა დევდარიანი

396
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“ახლა თუ გახარია გადადგება, ჩათვალონ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწიეს ნაც.მოძრაობა” – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ნანა დევდარიანი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, რომელსაც ნაც.მოძრაობა აყენებს.

“ყველაფერი გააკეთეს ნაციონალებმა და მისმა ანასხლეტებმა, წარმომიდგენია როგორ უნდათ იმ ფრაზის არ იყოს “ორი გვამი მჭირდებაო”, ამ აქციაზეც რომ ასე ყოფილიყო და საბოლოოდ გადაჩეხილიყო ქვეყანა სრულ ქაოსსა და განუკითხაობაში, თუმცა ასე არ გამოვიდა.

დაუკვირდით, ორ მინისტრს ებრძვიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ესენი არიან თეა წულუკიანი და გიორგი გახარია, რადგან სწორედ მათგან იღებენ ადეკვატურ პასუხებს. ამაშიც კბილს უსინჯავენ ხელისუფლებას. ახლა თუ გახარია გადადგება ან ეტყვიან, რომ გადადგეს, ჩათვალონ რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წასწიეს ნაც.მოძრაობა”– განაცხადა ნანა დევდარიანმა “ობიექტივი”-ს ეთერში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE