ბოლო ამბები
18/02/2025

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერას უცხადებს (ვიდეო)

გაზიარება

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ვასაძის თქმით, ამის მიზეზია უცხო ქვეყნების მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესებში ჩარევა, სადაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგობას უწევენ ლიბერალურ ძალებს და ასეთ სიტუაციაში, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მას არ აქვს უფლება, რომ მხარდაჭერა არ გამოუცხადოს.

ლევან ვასაძის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად აკრიტიკებს და დაუპირისპირდა, მას ეს დაპირისპირება პიროვნულ ასპექტში არ გადაუტანია.

 

სხვა ამბების წაკითხვა