ნაცსექტამ ხალხი დააკომპლექსა, – ახალგაზრდები არიან შეკრებილი და როგორ აკრიტიკებთო… ახლა კარგად მომისმინეთ

445
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

 ბონდო მძინარაშვილი  – ჟურნალისტი

“ნაცსექტამ ხალხი დააკომპლექსა, – ახალგაზრდები არიან შეკრებილი და როგორ აკრიტიკებთო… ახლა კარგად მომისმინეთ, 20 ივნისს, პარლამენტის წინ, მართლა გულწრფელი ახალგაზრდები (და “ძველგაზრდებიც”!) შეიკრიბნენ, საღამოს კი აქციის სადავეები ხელში ჩაიგდეს ნაცსექტანტებმა და მოიერიშე ზონდერ-ჯგუფებიც გამოიძახეს!

იმავე 20 ივნისს გულწრფელ ახალგაზრდებს შორისაც ბლომად იყვნენ ნაცსექტის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

მომდევნო დღეებში გულწრფელი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი მიხვდა, რომ ნაცსექტა მათი მაქსიმალიზმის საკუთარი პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობდა და იქაურობას გაეცალა.

ახლა იკითხავთ, – ახალგაზრდები ხომ არიან ამ აქციაზე?!

დიახ, არიან, მაგრამ ახალგაზრდა სექტანტები არ გინახავთ?! თუ ნაცსეტას არ ჰყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია?!

იქნებ, ახალგაზრდა იეღოველები არ გინახავთ?!

ჰოდა, ეს ახალგაზრდები, ვინც ამ დღეებში აქციაზე “სამსახურში დადიან”, სინამდვილეში ნაცსექტის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები არიან, და მათ სხვა სამსახურიც აქვთ – სააკაშვილის, ბოკერიას, ლევან რამიშვილის მხარდაჭერით და მფარველობით შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ ან ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.

ასე რომ, მოიხსენით კომპლექსი, – “როგორ შეიძლება ამ ახალგაზრდებზე ასე საუბარი?!” – და ყველას და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!

ამ დღეებში პარლამენტის წინ სააკაშვილი და ბოკერია (დანარჩენი პარტიების ლიდერებიც!) კრებენ თავიანთ აქტივისტებს და მათ გულწრფელ ახალგაზრდებად ასაღებენ!

რა არის ახალი მათ მოთხოვნებში?!

ნაცსექტა ყოველთვის ცდილობდა დესტაბილიზაციას და ახლა სააკაშვილ-ბოკერია პროტესტის ტალღას მოაჯდნენ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩასაგდებად!

აი, ეს არის მიზანი და არა საქართველოს ინტერესების დაცვა!

აი, ეს არის სიმართლე!

სააკაშვილ-ბოკერიას საქართველო და მისი მომავალი რომ აინტერესებდეთ, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტს და მთელ ეკონომიკას რუსეთს არ ჩააბარებდნენ!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE