ბოლო ამბები
10/09/2024

ბიძინა, წაეთრიე, სანამ ცოცხალი ხარ, დაივიწყე საქართველოს არსებობა – გიგი უგულავა (ვიდეო)

გაზიარება

გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ წავიდეს საქართველოდან და უკან აღარ მოიხედოს. ამის შესახებ მან “ფორმულა”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქმე აღარ არის რუსულ კანონში, ახლა უმთავრესია, რომ ისიც და “ქართული ოცნებაც” წავიდნენ ხელისუფლებიდან.

ხვალ, ზეგ და მაზეგ, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს ყველა დიდ ქალაქს. აღდგომა მოდის და იქნება ამ თვალსაზრისით წუთშესვენებასავით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე იქითა კვირიდან არ უშველის არც არდადეგების გამოცხადება, ბოლოში მოხდება ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ივანიშვილს ვეტოს დაადებენ.

წადი, სანამ ცოცხალი ხარ, სანამ ეს ხალხი გაბრაზებულა ბოლომდე, წადი, სანამ შეუქცევადი გამხდარა ეს ყველაფერი, წადი, წაეთრიე და უკან აღარ მობრუნდე, დაივიწყე საქართველოს არსებობა”- განაცხადა გიგი უგულავამ.

სხვა ამბების წაკითხვა