“ეგრედწოდებულ ოპო-ტელევიზიებს მიცემული აქვთ მითითება არ გამაშუქონ, რათა მათ დამფინანსებელ ოლიგარქებს რეიტინგში პრობლემა არ შეექმნათ”– წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი, რომელიც პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ ჩანს საპროტესტო აქციებზე.
ნათელაშვილის თქმით, ისიც და მისი ოჯახის ამ აქციებზე არიან, თუმცა ოპოზიციური ტელევიზიები არ აშუქებენ.
“მითხრეს, რომ ზოგიერთი ჩვენი გულშემატკივარი სვამს ფანტასტიკურ კითხვას, თუ რატომ არ ვჩანვარ მიტინგებზე. მინდა მოგახსენოთ, აქციებზე მუდმივად ვარ და ბედნიერებაა, რომ ასეულ ათასობით ადამიანს პირადად ჩამოვართვი უკვე ხელი.
ასევე აქციაზეა მთელი ჩემი ოჯახი, ბექა ყოველ გათენებისას ბრუნდება წყალმისხმული და გაზის არომატით. პრობლემა კი იმაშია, რომ ე. წ ოპო-ტელევიზიებს მიცემული აქვT მითითება არ გამაშუქონ, რათა მათ დამფინანსებელ ოლიგარქებს რეიტინგში პრობლემა არ შეექმნათ და არიქა არ ვაჯობო.
ამიტომ ვიფარგლები ჩემი ფეისბუქ ჩართვებით მიტინგებიდან და პირადი კონტაქტით ხალხთან, რომლებიც მხვდებიან ისეთი სიყვარულით, რომ ზოგჯერ მეტირება კიდეც. მოკლედ, ერთად ვართ გამარჯვებამდეც და საბოლოოდაც. ამ ჩემზე ცენზურის დამდები ოლიგარქებისაგან კი პოლიტიკოსი მით უფრო პოლიტ-ლიდერი ისევე ვერ დადგება როგორც ჩემგან ედგარ პო.”– წერს ნათელაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს