ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა და მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის წინააღმდეგ იმართება.
ამ ინფორმაციას შარლ მიშელი ავრცელებს სოციალურ ქსელში:
“პრემიერ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში მიმოვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კიდევ ერთხელ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს, ვინც პირველ ადგილზე აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის ყურად უნდა იყოს მიღებული. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა დიალოგი ნამდვილად საჭიროა.
საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის, არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი”- წერს შარლ მიშელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს