ბოლო ამბები
11/12/2024

ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე აქციის მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა

გაზიარება

ხვიჩა კვარაცხელიამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

“მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა. ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემ ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!

არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემ ყოველ ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემი ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის, ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს,რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო”– წერს კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას არ უხსენებია ატაცებული ტრენდი – “არა რუსულ კანონს”, რამაც აქციის მხარდამჭერები გააღიზიანა და კომენტარებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ და უწერენ, რომ ის არის “ქოცი” და ა.შ.

სხვა ამბების წაკითხვა