ბოლო ამბები
10/12/2024

მმართველი პარტიის ლიდერებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავი მიულოცეს

გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ქართველებს დღესაც უწევთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს.

„ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი, ოჯახების გაუბედურება, ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა. ფაშიზმმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა. ბევრი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა. მადლობა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ბოროტებასა და რადიკალიზმზე სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა