ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “იმედი” რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. ამ ცნობას პლატფორმა “მედიაჩეკერი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, არხი დატოვეს შუადღის გადაცემის წამყვანებმა: ზურა ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა. “მედიაჩეკერი”-ს ცნობითვე, სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება, ესენი არიან გადაცემა “პრაიმშოუ”-ს წამყვანები სალომე ღვინიაშვილი და ნინი ბადურაშვილი.
მათ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, მათი მხრიდან არ მომხდარა ინფორმაციის დადასტურება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს