ბოლო ამბები
11/12/2024

ჩემი აზრით, ხვალიდან, ორგანიზატორები უკვე გადავლენ რადიკალურ ქმედებებზე – ბაჩანა გაჩეჩილაძე

გაზიარება

“ვინც ოდნავ მაინც იცის “მაიდანი” რა სცენარით მოეწყო და ზოგადად როგორ ეწყობა ასეთი “ფერადი გადატრიალებები”, იმათთვის ნათელია, რომ ამ აქციების რეალურ ორგანიზატორებს ჭირდებათ საკრალური მსხვერპლი “- წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი ბაჩანა გაჩეჩილაძე, რომელიც კვლავ ეხმიანება უცხოური გვლენის გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.

“ჩემი აზრით, ხვალიდან, ორგანიზატორები უკვე გადავლენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც ავტომატურად საფრთხის წინაშე აყენებთ აქციის მონაწილეებს, ეს საფრთხე კი მომდინარეობს ისევ მათი ბელადების მხრიდან! ნებისმიერი შეიძლება გაწირონ! თავად, ტრადიციულად, გაიწევიან და მშრალად გამოვლენ !

რაც არ უნდა ჩემთვის მიუღებელი შეხედულებები გააჩნდეთ, ის რიგითი ახალგაზრდები ცხადია არ მემეტებიან საამისოდ. ყველას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ. ვიცი დედა ეფემიასავით ვალს ვიხდი, მაგრამ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ და პრევენციულ სიფრთხილეს გამოიჩენენ”– წერს ბაჩანა გაჩეჩილაძე.

სხვა ამბების წაკითხვა