84 მომხრე 30 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის მიღებაც საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა. კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, თუმცა, ამის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ მისი ხელახალი ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო, განსხვავებით 2023 წლისგან, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული კანონპროექტი მწვავე პროტესტის გამო უკან გაიწვია.
უკვე ცნობილია, რომ კანონს ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, რომლის დაძლევასაც დაახლოებით 4 კვირამდე პერიოდის სჭირდება, შესაბამისად, კანონი იურიდიულ ძალაში ჯერ ვერ შევა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს