“ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე.
“უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამერნტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ, როგორ ვაპირებთ ამ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას”- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს