“ალტ-ინფო”-ს ლიდერები მიესალმებიან და მხარდაჭერას უცხადებენ კანონის მიღებას უცხოური გავლენის გამჭვრვალობის შესახებ. ამ საკითხზე მათ სოციალურ ქსელში დაწერეს:
ზურაბ მახარაძე:
“როგორც ჩანს, ყველაფრის მიუხედავად, ოცნებამ გარისკა სრულმასშტაბიანი კონფრონტაცია დასავლეთთან. ოცნების მიმართ რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, დასავლეთის გავლენების და ნაცების წინააღმდეგი ვარ ყველგან და ყოველთვის. ამიტომ რადგან გაბედეს და მიიღეს, ეს გადაწყვეტილება მხარდასაჭერია.” – წერს ზურაბ მახარაძე.
შოთა მარტინენკო:
“ოცნებამ უცხოეთის აგენტების საწინააღმდეგო კანონი საბოლოდ მიიღო, რაც ლიბერალური დასავლეთის მიმართ დაუმორჩილებლობის და კონფლიქტის მზაობის დემონსტრაციაა. რაც არ უნდა მავნე უაზრობად მიგვაჩნდეს ოცნების რიგი ნაბიჯები, ცალსახაა რომ ამ ახლა ჩვენს თვალწინ ფორმირებულ კონფლიქტში ლიბერალი გლობალისტების და მათი აგენტების წინააღმდეგ ყოფნაა სწორი პოზიცია.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ამ კანონს და იმედი ვიქონიოთ, რომ ოცნება ბოლომდე დაიცავს საკუთარ პოზიციას და ვეტოს სახით რაიმე კომპრომისებზე არ წავა, რადგან კომპრომისებს ახლა ზიანის მეტი უკვე აღარაფრის მოტანა არ შეუძლიათ.”– წერს შოთა მარტინენკო.
კონსტანტინე მორგოშია
“არ გეგონოთ გტროლავთ! უბრალოდ მიხარია! ახლა სტალინის ძეგლი დააბრუნეთ თავის ადგილას და თუ გინდათ, პარლამენტის წინ, მთელს რუსთაველზე, დიდ სუფრას გავშლი!”- წერს კონსტანტინე მორგოშია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს