ჯეიმს ო ბრაიენის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის დასანქცირებული ამერიკის მხრიდან და მას არასწორი ინფორმაცია აქვს. ამის შესახებ მან 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ამ ეტაპზე მის [ივანიშვილის] მიმართ სანქციები არ არის. ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორადაა ინფორმირებული, სამწუხაროა”- განაცხადა ჯეიმს ო” ბრაიენმა.
“თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიის შესუსტება და ძირის გამოთხრა, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები, პირველ რიგში, ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარეს, ასევე იქნება მგზავრობაზე კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე”- თქვა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს