“თუ ეს კანონპროექტი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა 14 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
„ჩვენ ხმამაღლა ვამბობდით ჩვენს შეშფოთებებს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს კიდევ უფრო დააშორებს, არ დაგვავიწყდეს ნატოც. ასევე, ქართველი ხალხი ნათლად გამოხატავდა თავის მოსაზრებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ქუჩაში პროტესტით. ამ უქმეებზე ერთ-ერთი უდიდესი პროტესტი ვნახეთ საქართველოში, როდესაც ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც დაშინებამ ვერ შეაჩერა, ეუბნებოდა თავის მთავრობას, რომ ამ კანონს დაუპირისპირდნენ, ვინაიდან, მათ ევროატლანტიკური მომავალი სურთ.
ვნახავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან” – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს