ბოლო ამბები
16/09/2024

“გირჩი” საერთოდ ოპოზიციად არ მიგვაჩნია ჩვენ, რადგან მუდმივად “ქოცების” თამაშს თამაშობენ – ბაია პატარაია

გაზიარება

“გირჩი” საერთოდ ოპოზიციად არ მიგვაჩნია ჩვენ, რადგან მუდმივად ქოცების თამაშს თამაშობენ”- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში, რომელიც განმარტავს, თუ რატომ არ აუშვეს საპროტესტო აქციის სცენაზე “გირჩი”-ს წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი.

“ჩემი პირადი გადაწყვეტილება არ იყო ეგ, მთელი საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილება იყო.

2. პარტიების ასვლა იყო ერთობლივად და არა ცალკე და ინდივიდუალურად და ეგ პატივი რატომ უნდა რგებოდა მხოლოდ გირჩს?

3. გირჩი არ არის ჩვენი დიდი მოძრაობის მხარდამჭერი პარტია, სულ გვაგინებენ 24/7 სხვა პარტიებისაგან განსხვავებით.

4. გირჩი საერთოდ ოპოზიციად არ მიგვაჩნია ჩვენ, რადგან მუდმივად ქოცების თამაშს თამაშობენ და მათ სატელიტურ პარტიად იქცნენ, შესაბამისად, არ ეკუთვნით სცენაზე დგომა.

კიდევ ბევრი არგუმენტის დაწერა შემიძლია, მათ შორის, იმის რომ მიზოგინების და ქალთმოძულეების პარტიაა და საზიზღრობებს ლაპარაკობენ ქალებზე და მაგათ მე ისედაც არსად არ გავატარებ, ჰომოფობებიც არიან და ბევრი სხვა უბედურებაც სჭირთ.”- წერს ბაია პატარაია.

 

სხვა ამბების წაკითხვა