23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

ზღაპრებმა, რომ ოპოზიციის აქციები და მათში ახალგაზრდების მონაწილეობა სპონტანურია, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი შეიძლება გააცუროს – თამთა მეგრელიშვილი

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ზღაპრებმა, რომ ოპოზიციის აქციები და მათში ახალგაზრდების მონაწილეობა სპონტანურია, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი შეიძლება გააცუროს. აქციების გამართვა, თან შენობების ბლოკირებით, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობით, შეუძლებელია სწავლების, ტრენინგის (ბირთვის მაინც) გარეშე, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია ფულის, ესე იგი დონორების გარეშე, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

“ზღაპრებმა, რომ ოპოზიციის აქციები და მათში ახალგაზრდების მონაწილეობა სპონტანურია, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი შეიძლება გააცუროს. აქციების გამართვა, თან შენობების ბლოკირებით, სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობით, შეუძლებელია სწავლების, ტრენინგის (ბირთვის მაინც) გარეშე, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია ფულის, ესეიგი დონორების გარეშე. მესმის, გსურდეს დაეხმარო სამოქალაქო საზოგადოებას იყოს მზად წინააღმდეგობის გასაწევად თუ სახელმწიფო მოქალაქეებზე უკანონოდ ძალადობს.

მაგრამ ახლა?! ამ ხელისუფლების პირობებში ეს საჭიროება ნამდვილად არ არის. მესმის დონორებს ასეთი სურვილი გასჩენოდათ სააკაშვილის დიქტატურის პერიოდში, როდესაც ნამდვილად იყო სახელმწიფოს ძალადობა ადამიანებზე და ადამიანების პროტესტს არაადამიანური მეთოდებით პასუხობდა სახელმწიფო. მაშინ არც უცხოელ მაღალჩინოსან მეგობრებს ჩამოურბენიათ თავისუფლების მოედანზე მგზნებარე სიტყვების წარმოსათქმელად და არავის დაუგმია სახელმწიფო “მანქანის” გადავლა ადამიანებზე, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდათ და მართლა გასაპროტესტებელს აპროტესტებდნენ. ნეტავ რას ემსახურებოდა მაშინ “მეგობრების” ეს სიჩუმე? პრინციპში ამას ყველა ხვდებით და მე არაფერს დავწერ და ამ კითხვას ღიად დაგიტოვებთ.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.