ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი ორივე ქვეყანა ვიყავით საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად ვუჭერდით მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.”– ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ წერილში, რომელიც მაკრონმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა
“ღრმა სინანულს გამოვთქვამთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორიცაა ე.წ. კანონის მიღებით „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული.”– ნათქვამია წერილში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს