ბოლო ამბები
12/10/2024

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს

გაზიარება

მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია.”- ნათქვამია ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა და ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, 23 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომ მის მიმართ ირიბი მუქარა განხორციელდა ერთ-ერთი ევროკომისრის მიერ.

“საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებდი, რათა პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა, რომ კანონმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა.

რამდენადაც კარგად ვიცი ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრული არასწორი ინტერპრეტაცია.

ამას ვითხოვ, ასევე, როგორც კარგად ნაცნობი და აქამდე პატივცემული საქართველოს მეგობარი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიცევროპული მომავლისთვის მუშაობენ”- აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

ამ თემაზე:

ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

სხვა ამბების წაკითხვა