ბოლო ამბები
12/12/2024

“ხინდა”-ს პელმენში სალმონელოზი აღმოჩნდა – კომპანია დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი

გაზიარება

სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგად, ნახევარფაბრიკატების საწარმო “ხინდა”-ს პელმენში აღმოჩნდა სალმონელა, რის გამოც მოხდა საწარმოს შემოწმება, რომლის შემდეგაც კომპანია დაჯარიმდა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე და დაევალა პელმენის აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება.

პროდუქციის საცდელი შესყიდვა ხარშურში განხორციელდა და შემოწმდა 5 ნიმუში, რომელთაგან ყველა აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური  დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს„ მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

სხვა ამბების წაკითხვა