ბოლო ამბები
01/12/2024

ყველანაირი მორიდება დამიმთავრდა – გივი თარგამაძე

გაზიარება

“ქოცებო”, ყველანაირი მორიდება დამიმთავრდა”– წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში მისი  და მისი ოჯახის მიმართ მორალური შევიწროება მიმდინარეობდა.

“თქვე ქვემძრომებო, წუმპის ჭიებო, ვისაც გიცნობდით და ზოგთან, ჩემდა საზიზღრად, ვმეგობრობდი კიდეც, ვინც გამიგიხართ და გიტანდით, ვინც, უმეტესობა, საერთოდ რომელი სოროებიდან ამოძვერით მიწისქვეშეთელებო, არაადამინებო, არა ჰომოსაპიენსებო.

ამ ჭორვილის კანალიზაციიდან ამომძვრალი მატრიცას ბევრფეხებს შორის გაწოლილებო, მონებო კი არა, არარაობებო, მოცახცახე არარსებულებო, ოხრადდარჩენილ ფულებში ამოვლებულო ფარჩაკებო, მშიშრებო კი არა, შიშისგან გარინდულებო, ერთი ქალამანას, ერთუჯრედიანი ფოსტალას ქვეშ გაწოლილებო. თქვენი შვილები მეცოდება, მხოლოდ ის დააშავეს, რომ მათი გაჩენის მერე საძაგლობებად გადაიქეცით.

აღარ გამიბედოთ, შვილებზე როგორ ლაპარაკობო, რაც თქვენ ჩემს შვილებს გაუკეთეთ. ოჯახზეც არ შემეკამათოთ, რაც თქვენ ჩემს ცოლს აკადრეთ. შენ როგორ ლაპარაკობო, ქოცებთან ერთად რუსების მიერ ჩემს ქალაქში აფეთქებულს, რუსეთის დღემდე ძებნილს.

თქვენზე ვიძახდი, რუსული დროშები არ იფრიალებს რუთაველზე, ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, თბილისსაც დავიცავთ და საქრთველოსაც დავიცავთ, ამის ბოლოს “სულს ამოგხდით” რომ მომიჭერით და წლები მიტრიალეთ, ახლა ცდილობთ რუსთაველის, თბილისის და ქვეყნის რუსული დროშებით მორთვას.

მტკვარი და არაგვი თუ ვერა, მათთან ერთად პოტომაკი გადაგრეცხავთ საბჭოთა გალიპული ტულეტის იატაკიდან, როგორც წარსულის ნარწყევს. თავისუფლება თქვენს მყრალ ნასუნთქს გაანიავებს. დაბინძურებული სახელმძღვანელოებიდან ამოიწერებით, ჯანდაბის იქით დაიმარხებით. მოღალატეებო! და ჰაერი რომ გასუფთავდება, დაგივიწყებენ, როგორც კრებით წარსულ ცუდს, ნაგვის ყუთში ჩაგაგდებენ და დაგივიწყებენ. მტვერი და ფერფლი… მეტი არც არაფერი……

დიდი ბაბუა ოჯახიანად დახვრიტეს. ბაბუა დახვრიტეს. მამა ამ ტერორში გაიზარდა. მე ამაფეთქეს – მნიშვნელობა არ არქვს, მამა, მე, ჩემი და-ძმა, ცოლი, მისი დები, ყველასი შვილები – ბევრნი ვართ, ყველა ვიბრძვით და ვირძოლებთ რუსების წინააღმდეგ. ერთი ვერ მოესწრება? მეორე. მეორე ვერა? მესამე ასე მოვესწრებით ბოლოს და რუსული დროშები არც რუსთაველზე, არც თბილისში, არც საქართველოში არ იფრიალებს”– წერს გივი თარგამაძე ფეისბუქზე.

სხვა ამბების წაკითხვა