“ქოცებს” როგორც კი დავემშვიდობებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სკოლები ვიხსნათ სიბნელისგან.”- წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.
“რომ არასდროს არ დადგეს ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საკლასო ოთახებში; რომ არასდროს არავინ აკადროს სკოლის მასწავლებელს სამსახურის დაკარგვისა თუ კარტოფილის სანაცვლოდ დაიჭიროს სამთავრობო პოზიცია.
რომ ვერასდროს ვერც ერთი ბავშვი ვერ მოატყუონ ფრიმასონებითა და გლობალური ჭინკებით. რომ განათლებული მოქალაქეების პროპაგანდით გამოკვება სულ უფრო რთული გახდეს; სკოლის მასწავლებლების პრინციპულობა და ღირსება შიშის ზარს უნდა სცემდეს გზას აცდენილ ჩინოვნიკებს და არა – პირიქით.
ეს უნდა გავაკეთოთ, უპირველეს ყოვლისა. სამოქალაქო განათლება ყველანაირ უბედურებას დაასრულებს და ამოძირკვავს ბოლომდე: სიღარიბეს, სიბნელეს, ბიძინას, ფლოსტებს, ბოტებს და რუსეთუმეებს ამ ქვეყანაში. ის მასწავლებლები, ვინც ახერხებთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვას – უდიდესი პატივისცემა. ვინც ვერ ახერხებთ – ძალიან მებრალებით.”- წერს ბუკია.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს