ბოლო ამბები
13/09/2024

გვარამია-მელიას პარტია სალომე ზურაბიშვილის ქარტიას უერთდება – პარტიის განცხადება

გაზიარება

გვარამია-მელიას პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქარტიას უერთდება და ხელს აწერს. ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი.

“პარტია „ახალი” უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“.
ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც აქტიურად აფიქსირებენ საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს.

ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, პრეზიდენტისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია ანტიეროვნული და შესაბამისად ანტიდასავლური ხელისუფლების დასამარცხებლად და შემდეგ იმ რეფორმების გასატარებლად, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამშობლო დაუბრუნდება დასავლურ კურსს და მივაღწევთ ქართველი ხალხის ისტორიულ მიზანს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პროცესებში.”- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამ თემაზე:

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა (ვიდეო)

ასევე იხილეთ ნიკა გვარამიას შეფასება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე 2018 წელს:

სხვა ამბების წაკითხვა