ბოლო ამბები
ივნისი 19, 2024

ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს არ დაძლიოს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო გამჭვირვალობის კანონს

მაი27,2024
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მოუწოდა არ დაძლიოს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს. 

„კანონის ამ ფორმით მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე, რითაც გაჩნდება სივრცე, სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე სამსჯელოდ. 

უკვე თითქმის 2 თვეა დაძაბულობაა ქვეყანაში. ამ კანონს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. ხშირად, უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველს ლეგიტიმურად მიაჩნია კანონის მიზანი, უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელია არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები. ამიტომ მოუწოდა პარლამენტს გაიაზრონ ეს მოცემულობა და შეძლონ კანონზე სამუშაოდ სადისკუსიო სივრცისა და შესაძლებლობის გაჩენა.

 

სხვა ამბების წაკითხვა