საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და არა სხვა ხალხების და ხელისუფლებების მანდატით”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც დაუსვეს კითხვა, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისის წერილზე, რომელშიც ისინი დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების მიერ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო.
“ერთადერთი, ვინც ჩვენ გვაძლევს მითითებას და მანდატს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ქართველი ხალხი, რომლის 80 პროცენტი მომხრეა გამჭვირვალობის და 60 პროცენტი მომხრეა, რომ მიღებული იქნას კანონი. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ეროვნულ ინტერესებს”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ თემაზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს