ბოლო ამბები
ივნისი 19, 2024

ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ – ირაკლი კობახიძე

მაი28,2024
100
გაზიარება

არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ზომით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს.

„ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება“,- განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა